Tuesday, 5 May 2015

მერვე დღის რეფლექსია


ტრენინგის მერვე დღეს ჩვენ ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზსა და მათი დაცვის აუცილებლობაზე.ბევრი ახალი და ერთი შეხედვით გასაკვირი რამ გავიგეთ ამ თემის შესახებ.ავტვირთეთ საქაღალდე ბლოგზე და გავეცანით ბუკლეტის შაბლონს.

ჩემი სავარჯიშო პორტფოლიო

Thursday, 23 April 2015

მეხუთე მოდულის შეფასება

მიმდინარე მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით...ვნახე შეფასების ხუთი სტრატეგია,შეფასების რუბრიკები, განვიხილეთ მოსწავლეთა წინარე ცოდნის/ საჭიროების დადგენა,თვითრეგულირებისა და თანამშრომლობის სტრატეგია.
გავეცანით შეფასების მეთოდებსა და ინსტრუმენტებს.

Thursday, 2 April 2015

პირველი მოდულის რეფლექსია.

ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში.

სასწავლო აქტივობები შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი. ამ ტრენინგის კურსი მოიცავს პროექტებით სწავლებას.პროექტზე დაფუძნებული სწავლების კურსი შეიძლება იყოს სხვადასხვა ხანგრძლივობის ,მნიშვნელოვანია მათი მორგება მოსწავლეთა საჭიროებაზე,მთავარია ამ ტიპის სწავლებამ მოსწავლეებს უბიძგოს პროექტით გათვალისწინებული პრობლემების გადაჭრის გზების ძიებისაკენ და ამ დროს განივითარონ  ოცდამეერთე საუკუნის უნარ-ჩვევები:კომუნიკაციის უნარი, გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი,თანამშრომლობის უნარი და სხვა..
ვფიქრობ,ამ კუთხით პროექტებით სწავლება სასწავლო პროცესის საუკეთესო დანამატია და იგი უნდა ემსახურებოდეს რეალურ მიზნებსა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებას.

მეორე დღის რეფლექსია

ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების  დაგეგმვის  პროცესში.
ოცდამეერთე საუკუნეში მნიშვნელოვანია ახალი უნარების ჩამოყალიბება,რათა ფეხი ავუწყოთ ტექნოლოგიების განვითარების სწრაფ ტემპს.მიღებული ინფორმაცია ჩემთვის არის ახალი,მაგრამ საინტერესო,რადგან ვგრძნობ მის აუცილებლობას ჩემ მიერ დაგეგმილი  სასწავლო პროცესის მრავალფეროვნებისათვის.
ვფიქრობ, ამ ტრენინგებზე მიღებული ინფორმაცია დამეხმარება ახლებურად დევგეგმო სასწავლო აქტივობები და ამით გავზარდო მოსწავლეთა მოტივაცია.